საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრეზიდენტობის კანდიდატებს ღია წერილით მიმართა, სადაც ის ითხოვს არ მოხდეს პარლამენტის მხრიდან ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილების განხორცილება და 2013 წლის სექტემბრიდან ამოქმედდეს მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა.
ჩვენ გვაინტერესებს, როგორი იქნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, რათა საქართველოს პარლამენტმა არ განახორციელოს ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილება თუ დღეს მთელი ერი არ დავდგებით ერთად, ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით და დიდ განგაშს არ ავტეხთ,ჩვენს ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანების წამება,არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა არასოდეს დამთავრდება. პრეზიდენტობის კანდიდატებს გეძლევათ უნიკალური შანსი იმისა, რომ აჩვენოთ სამოქალაქო საზოგადოებას თქვენი მზადყოფნა დადგეთ ჩვენს გვერდით.
გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია და მხარი დაუჭიროთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას– მოწმედ დაბარებული პირი დაიკითხოს პირდაპირ სასამართლოში და არ მოხდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების ვადის გადაწევა 2014 წლის დეკემბრამდე, მოწმედ დასაკითხ პირთან მიმართებაში“–აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გააგრძელებს შეხვედრებს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებთან, რათა მათ აიღონ ვალდებულება უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა.